Homeბლოგირომელია ყველაზე პოპულარული მიმართულებები ქუთაისიდან?

რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულებები ქუთაისიდან?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მოგზაურებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, სწორედ ქუთაისიდან ირჩევს გამგზავრებას, რადგან ავიაკომპანია Wizz Air -ის წყალობით, უამრავი მოთხოვნადი მიმართულებითაა მოგზაურობის ბიუჯეტურად დაგეგმვა.

რით არის გამორჩეული ვიზეარი -ს პირდაპირი მიმართულებები და რა განაპირობებს მათ პოპულარობას?

ლარნაკა

larnaka

ლარნაკა შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად, თუ გსურთ დატკბეთ სანაპიროზე ნებივრობით. თუმცა, ეს ქალაქი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საოცარი სანაპირო და ლამაზი ხედები. როგორც ევროპის ერთ-ერთი უძველესი ადგილი და კვიპროსის სიდიდით მესამე ქალაქი, ლარნაკაში ბევრი საინტერესო რამ არის სანახავი და გასაკეთებელი. ლარნაკა ისტორიით სავსე ქალაქია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-14 საუკუნით თარიღდება. თავდაპირველად, ძველი ბერძნული ქალაქ-სამეფოა სახელწოდება კიტიონი იყო, მას მართავდნენ სპარსელები, ბიზანტიელები და ოსმალები.

დაიწყეთ თქვენი ვიზიტი მე-9 საუკუნის ბიზანტიურ წმინდა ლაზარეს ეკლესიის მოახულებით, სადაც ითვლება, რომ იესომ ლაზარე მისი გარდაცვალებიდან ოთხი დღის შემდეგ აღადგინა. მახლობლად, ნახავთ ლარნაკას ციხეს, სადაც განთავსებულია შუა საუკუნეების ქვემეხები, საფლავის ქვები და პატარა მუზეუმი. შემდეგ გაისეირნეთ სკალაში, ძველ თურქულ კვარტალში და დაათვალიერეთ მისი ვიწრო ქუჩები. აქ, ქვითკირის შენობები ფერადი ჟალუზებითა და კარებებით, სადაც უმეტესად ხელოვნებისა და ხელნაკეთობების მაღაზიებია განთავსებული, თვალწარმტაც სცენას ქმნიან. თუ თქვენ გაქვთ დრო რომ მოინახულოთ ერთი მუზეუმი მაინც, ეწვიეთ პიერიდების მუზეუმს. მასში ნაჩვენებია პიერიდების ოჯახის იშვიათი არტეფაქტების კერძო კოლექცია, რომელიც ათასობით წელს ითვლის.

თურქულ, ბერძნულ და ახლო აღმოსავლურ გავლენებზე დაფუძნებული ადგილობრივი სამზარეულო ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ქვეყნის ისტორია. სულ მცირე 6000 წლიანი ტრადიციით, კვიპროსი ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში.

ვენა

ვენა

იმოგზაურე ვენაში, ჯადოსნურ ქალაქში, რომელსაც ყველასთვის აქვს რაღაც საინტერესო – წყვილებისთვის, მეგობრებისთვის და ოჯახებისთვის. თქვენ ნახავთ ულამაზეს პარკებს, გრანდიოზულ სასახლეებს, საინტერესო მუზეუმებს, მშვენიერ კაფეებს და ხეებით გამწვანეულ ქუჩებს.

განიცადეთ ქალაქის სამეფო ხიბლი მისი განსაცვიფრებელი არქიტექტურის, მუსიკის, ხელოვნებისა და საკვების მეშვეობით. ქალაქის ცენტრში შეხვდებით სასახლეებს, მუზეუმებს და პარკებს, სადაც დროის გატარება სასიამოვნოა ყველა ასაკის ადამიანისთვის. ეწვიეთ ასევე მუზეუმებს, სადაც წარმოდგენილია დიურერის, ვან გოგის, მონესა და კლიმტის ნამუშევრები. ამ ყოველივეს კი დაუმატეთ მყუდრო კაფეები, შესანიშნავი შოპინგი.

განაგრძეთ სამეფო მოგზაურობა შონბრუნის სასახლეში, ჰაბსბურგების საზაფხულო სახლში. გაისეირნეთ მის წარმოუდგენელ ბაღებში, დაათვალიერეთ გლორიეტ ბელვედერი ან ეწვიეთ მსოფლიოს უძველეს ზოოპარკს.

პრაღა

პრაღა

პრაღა ისეთივე ლამაზია, როგორც ლონდონი და პარიზი თავისი მაღალი ეკლესიებით, გრანდიოზული სასახლეებით, ქვით მოპირკეთებული ქუჩებითა და კაფეებით სავსე მოედნებით. დაიწყეთ გასეირნებით ცნობილი ჩარლზის ხიდზე და ციხის ტერიტორიის მონახულებით. შემდეგ, დაათვალიერეთ არტ ნუვოს შენობები, შესანიშნავი მუზეუმები და წყნარი უბნები, სადაც ადგილობრივებთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ჩეხური ლუდი.

პრაღა არის ევროპის გული, მდიდარი ისტორიით, როგორც ბოჰემიის სამეფოს დედაქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ რომაელი იმპერატორები და მთავარი ქალაქი ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, სადაც ცხოვრობდნენ ცნობილი ჩეხები, როგორიცაა ბედრიჩ სმეტანა, დვორჟაკი და ჰაველი.

ჩარლზის ხიდი აუცილებლად უნდა ნახოთ! გაისეირნეთ მასზე დილით ადრე, რათა მიიღოთ საუკეთესო გამოცდილება და გაუსვით ხელი ბრინჯაოს წმინდა იოანე ნეპომუქის ქანდაკებაზე, რათა პრაღაში კვლავ დაბრუნდეთ. არ გამოტოვოთ ძველი ქალაქის უზარმაზარი მოედანი, ქალაქის მთავარი ადგილი მოყოლებული მე-10 საუკუნიდან, ასტრონომიული საათით, ფრანც კაფკას სახლი და ღვთისმშობლის ტაძრის ტყუპი გოთიკური სტილის კოშკი.

თუ მუზეუმიების ნახვას გადაწყვეტთ, რაც ალბათ ყველა ტურისტმა უნდა გააკეთოს, ეწვიეთ ეროვნულ გალერეას, სადაც ნახავთ ვან გოგისა და პიკასოს ნამუშევრებს, ან ლობკოვიჩის სასახლეს თავისი ცნობილი ხელოვნების ნიმუშებითა და ხელნაწერებით. არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ უძველეს მოქმედ სინაგოგას ევროპაში და სხვა ებრაულ ადგილებში.

ბუდაპეშტი

უდაპეშტი

ბუდაპეშტი მდიდარია მრავალფეროვანი კულტურითა და განსაცვიფრებელი არქიტექტურით. იგი გამოირჩევა ძველი ისტორიული შენობებისა და ახალი, თანამედროვე დიზაინის ნაზავით, რაც მას გამორჩეულ ქალაქად აქცევს.

ბუდაპეშტი არ არის მხოლოდ ძველი არქიტექტურის მქონე ქალაქი, ის ასევე სავსეა შთამბეჭდავი თანამედროვე შენობა-ნაგებობებით. მაგალითად გრეშამის სასახლე, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური გარეგნობით. ასევე ეთნოგრაფიის მუზეუმი, რომელიც გიგანტური პანდუსის ფორმისაა, მოიპოვა უმაღლესი გლობალური არქიტექტურის ჯილდო. არ გამოტოვოთ უნგრული მუსიკის სახლი თავისი ტალღოვანი სახურავით და დიდი შუშის კედლებით და მრავალი სხვა.

ქალაქი ასევე აღნიშნავს თავის რელიგიურ ისტორიას განსაცვიფრებელი ეკლესიებითა და ბაზილიკებით. წმინდა სტეფანეს ბაზილიკას აქვს უზარმაზარი გუმბათი, რომელიც დომინირებს ქალაქის ხედზე, მატიასის ეკლესიას კი ულამაზესი გოთიკური სტილის კოშკები, ხოლო დოჰანის ქუჩის სინაგოგა სიდიდით მეორეა მსოფლიოში.

როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად?

გსურთ მოგზაურობა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს თქვენს ფინანსებს აღემატება? თქვენ შეგვიძლიათ იპოვოთ გამოსავალი და დაჯავშნოთ ფრენები საუკეთესო ფასად, რაც დაგეხმარებათ ბიუჯეტის დაზოგვაში და გაგიმარტივებთ ზედმეტ ხარჯებზე თავის არიდებას.

  • პირველი, რაც უნდა იცოდეთ, არის ის რომ დაგეგმოთ მოგზაურობა დაახლოებით 1.5-2 თვით ადრე. სტატისტიკურად, ავიაკომპანიები და სააგენტოები ფრენებზე ყველაზე დაბალ ფასად სწორედ ამ პერიოდში გვთავაზობენ.
  • თუ თარიღებში შეზღუდული არ ხართ, გირჩევთ ფრენა კვირის სამუშაო დღეს დაამთხვიოთ, რადგან მოთხოვნა უმეტესად კვირის უქმე დღეებზე – შაბათსა და კვირას ფიქსირდება.
  • ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ავიაბილეთების ფასებზე გავლენას დღის მონაკვეთიც ახდენს. თუ შეგიძლიათ უარი თქვათ კომფორტზე და ფრენას ღამის ან გამთენიის რეისზე დაგეგმავთ, ამან შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს ავიაბილეთების ღირებულება.
  • თუ არ გიჭირთ თქვენი საყვარელი ნივთების გარეშე მოგზაურობა და ამასთანავე სეზონიც ხელს გიწყობთ, ისარგებლეთ მხოლოდ უფასო ხელბარგით.
  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ორმხრივი ავიაბილეთების ერთდოულად შეძენაა. ამ დროს ავიაკომპანიები ავიაბილეთებზე შედარებით დაბალ ტარიფს გვთავაზობენ ხოლმე.

ეწვიეთ ევროპის უმშვენიერეს ადგილებს Wizz Air -თან ერთად და გაატარეთ დაუვიწყარი ზაფხული ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე.

სერვუსები

WIZZ პრიორიტეტი

WIZZ Priorityპრიორიტეტული რეგისტრაცია (check in) ...

სხვა მიმართულებები

ქუთაისი პარიზი ვიზიარის ავიაბილეთები

პარიზი არის ქალაქი, რომელსაც არ სჭირდება წარსდგენა. საფრანგეთის დედაქალაქი ყველასათვის ცნობილი და საოცნებო...

ქუთაისი რომი ვიზიარის ავიაბილეთები

რომი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც წელიწადში 7-დან 10 მილიონამდე ტურისტს იზიდავს....

მსგავსი სტატიები

რომელია ყველაზე იაფი ქალაქები სამოგზაუროდ?

ევროპაში მოგზაურობა ზოგჯერ შესაძლოა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იყოს, თუმცა თუ თავიდან აიცილებთ ტურისტულად ცხელ...

ევროპის საუკეთესო საზაფხულო მიმართულებები: სად დავისვენოთ 2024 წელს

ბევრი გამოცდილი მოგზაური გეტყვით, რომ ევროპაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი გვიან გაზაფხული ან ადრეული შემოდგომაა,...