ბევრი გამოცდილი მოგზაური გეტყვით, რომ ევროპაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი გვიან გაზაფხული ან ადრეული შემოდგომაა, რათა თავიდან აიცილოთ ექსტრემალური ტემპერატურა და ზაფხულის ხალხმრავლობა. თუმცა, ყველასათვის ხელსაყრელი არაა წელიწადის ნებისმიერ დროს მოგზაურობა. გარდა ამისა, ზოგიერთ ადგილს უბრალოდ უკეთესია ეწვიოთ ივნისში, ივლისსა და აგვისტოში.
ევროპის კონტინენტი საკმაოდ მრავალფეროვან, საინტერესო და შთამბეჭდავია თავისი ქვიშიანი პლაჟებით, ხმაურიანი გარე კაფეებით და კულტურული გამოცდილების სიმრავლით. სეზონის დასაწყისი, იდეალური დროა დაგეგმოთ თქვენი დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავლები ევროპაში.
5 საუკეთესო ევროპული მიმართულება ზაფხულში მოსანახულებლად
საბერძნეთის კუნძულები
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში ბოლო წლების განმავლობაში ზაფხული უფრო ცხელი, ძვირი და ხალხმრავალი გახდა, ქვეყნის კუნძულები მაინც რჩება ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად. კუნძულები ცნობილია თავისი თვალწარმტაცი მზის ჩასვლებითა და ზღვის თვალწარმტაცი ხედებით.
საბერძნეთის ერთ-ერთი პოპულარული დასასვნებელი ადგილი სანტორინია, რომელიც ვულკანური წარმოშობის კუნძულია, მდებარეობს ეგეოსის ზღვის სამხრეთ მწვერვალზე და იზიდავს უამრავ ტურისტს მთელი წლის განმავლობაში.
დატკბით ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს გამორჩეული გემოებით, გაისეირნეთ მომხიბვლელ სოფლებში ან უბრალოდ დაისვენეთ პლაჟებზე და ისიამოვნეთ წყლის სპორტის მრავალფეროვნებით.
ფრანგული რივიერა
კიდევ ერთი საკულტო ევროპული საზაფხულო დასასვენებელი ადგილი ფრანგული რივიერაა. ტრადიციულად, საფრანგეთის სამხრეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის საზაფხულო ევროპული მიმართულებაა.
თუ გსურთ შეიგრძნოთ ფრანგული მშვიდი ცხოვრება კარგ ღვინოსთან, ახალ პროდუქტებთან და კრისტალურად სუფთა ზღვასთან ერთად, საფრანგეთის რივიერას სანაპირო ქალაქები საუკეთესო ადგილია ამისათვის.
ამალფის სანაპირო
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ამალფის სანაპირო, ცნობილია თავისი დრამატული კლდეებით, ხმელთაშუა ზღვის პანორამული ხედებით და მისი სიცოცხლით სავსე სოფლებით. სამხრეთ იტალიაში, ლატარის მთებსა და ტირენიის ზღვას შორის, სანაპირო ზოლის ეს მონაკვეთი ევროპაში ცნობილი ტურისტული ადგილია თავისი თვალწარმტაცი და შთამბეჭდავი შემოგარენით, ეკლესიებით და საფეხმავლო ბილიკებით.
აღმოაჩინეთ მომხიბვლელი ქალაქები, როგორიცაა პოსიტანო, ამალფი და რაველო და დატკბით იტალიური სამზარეულოს დაუვიწყარი გემოებით.
ბარსელონა
ეს არის ფანტასტიკური ადგილი ყველა ტიპის მოგზაურისთვის – ცოცხალი ქალაქი ცოცხალი ღამის ცხოვრებით, უამრავი კულტურული ღირსშესანიშნაობით და პლაჟით ქალაქის ცენტრში!
კატალონიური კულტურის ამ ეპიცენტრს გააჩნია უამრავი ატრაქციონებით, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ერთხელ მაინც. ბარსელონა უბრალოდ სავსეა შესანიშნავი მუზეუმებით, რესტორნებით და ულამაზესი ღირსშესანიშნაობებით.
პრაღა
პრაღა არის ჩეხეთის რესპუბლიკისა და ულამაზესი დედაქალაქი. ქალაქი, მილიონზე მეტი მოსახლეობით, ცნობილია როგორც ასი კოშკის ქალაქი ან ოქროს ქალაქი და არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
პრაღის შესწავლა ზღაპრულ ქვეყანაში ჩაძირვას ჰგავს, თავისი მოკირწყლული ქუჩებით, უსასრულო რაოდენობის ულამაზესი კოშკებითა და მომხიბვლელი შენობებით. ქალაქს აქვს მსოფლიოში ცნობილი ძველი ქალაქი, რომელიც გამოირჩევა ლამაზი მოედნითა და ბაროკოს სტილის შენობებით.