პარიზი არის ქალაქი, რომელსაც არ სჭირდება წარსდგენა. საფრანგეთის დედაქალაქი ყველასათვის ცნობილი და საოცნებო მიმართულებაა. იგი განთქმულია ხელოვნებით, მოდის, კულტურით, საოცარი სამზარეულოთი და უამრავი რეკრეაციული ზონებით, რომელიც დაახოლოებით დაახლოებით 450 პარკს მოიცავს.
ალბათ გსმენიათ ისიც, რომ პარიზს რამდენიმე მეტსახელით მოიხსენიებენ, რომელთაგან ყველაზე ცნობილი – სინათლის ქალაქი და სიყვარულის ქალაქია.
როგორ გაემგზავროთ პარიზში?
როგორც უკვე ავღნიშნე, პარიზი ყველა მოგზაურისათვის საოცნებო მიმართულებაა. რა თქმა უნდა, ამ საოცარი ქალაქის მიმართ ინტერესი ქართველ მოგზაურებსაც გააჩნიათ, თუმცა იმის გამო, რომ იგი საკმაოდ ძვირადღირებული ქალაქია, ბევრი ადამიანი თავს იკავებს სამოგზაუროდ წასვლისგან. იმისათვის, რომ ოცნება აუხდენელი არ დრჩეს და აიხდინოთ ერთ შეხედვით აუხდენელი სურვილი, უნდა ისარგებლოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფრენებით, რომელიც საკმაოდ დაგიზოგავთ ფინანსებს.
დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია wizz air -ი პარიზის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან გვთავაზობს.
ფრენები პარიზის ბოვე ტილის აეროპორტში კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათ დღეს ხორციელდება. აეროპროტებს შორის მგზავრობის დრო კი 5 სთ და 5 წთ-ია.
ქუთაისიდან პრიზში რეისი, სამშაბათ და შაბათ დღეს, 14:25 -ზე მიემგზავრება და პარიზში საფრანგეთის დროით 17:30 -ზე ჩაფრინდება. ხოლო ხუთშაბათს – 14:45 -ზე მიფრინავს და პარიზში 17:45-ზე დაეშვება.
რა უნდა გააკეთოთ პარიზში?
როგორც ქალაქი, რომელიც მუდმივად იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი არსებობს მის მოსანახულებლად. მაშ ასე, მოდით ჩამოვთვალოთ რამდენიმე საინტერესო აქტივობა, რომელიც ყველა მოგზაურის სიაში მოწინავე ადგილებს იკავებენ:
- პირადად იხილეთ ეიფელის კოშკი
პირველი მიზეზი, რის გამოც პარიზს სტუმრობენ, არის ეიფელის კოშკი. ეიფელის კოშკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ღირსშესანიშნაობაა. ის პარიზის ცენტრში დგას და ყველას ხიბლავს, როგორც ამას პირველივე დღიდან ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ იგი 1889 წელს აღიმართა ქალაქის გულში.
- ხელოვნება
პარიზი დიდი ხანია ხელოვნების სამყაროს მნიშვნელოვანი ცენტრია. აქ ქანდაკებისა და სახვითი ხელოვნების განვითარება მე-16 მე-17 საუკუნეებში დაიწყო, ხოლო მე-19 საუკუნისთვის მრავალი სამხატვრო სკოლა დაარსდა. ქალაქი იზიდავდა მხატვრებს სხვა უამრავი ქვეყნიდან. პარიზში აყვავდა ისეთი მნიშვნელოვანი მოძრაობები, როგორიცაა იმპრესიონიზმი, სიმბოლიზმი და კუბიზმი.
ლუვრი არის ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე შედევრი, რომელიც ნამდვილად ღირს ვიზიტად. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ Musée d’Orsay და Musée de l’Orangerie იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული ნამუშევრებით. Pompidou Centre, Musée d’Art Moderne და Palais de Tokyo -ში, თითოეულში განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების კოლექციები.
ცნობისთვის, თუ გიყვართ ხელოვნება და გინდათ მოინახულოთ რაც შეიძლება მეტი მუზეუმი, ყველაზე ეფექტური და ეკონომიური გზა პარიზის მუზეუმის საშვის შეძენაა.
- გაისეირნეთ მდინარე სენაზე
სენა, საფრანგეთის სიდიდით მესამე გრძელი მდინარეა. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც აღიარებულია თავისი არქიტექტურითა და ქალაქგეგმარებით, რადგან ქალაქი მის ნაპირებთან განვითარდა.
ძირითადი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ღვთისმშობლის ტაძარი, ლუვრის სასახლე და ეიფელის კოშკი სწორედ სენას გასწვრივ მდებარეობს.
მდინარეს გააჩნია აქვს 37 ხიდი ან საფეხმავლო ხიდი, რომელიც აკავშირებს მის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს, ერთდროულად სილამაზითა და ფუნქციონალურობით გამოირჩევა.
გაისერინეთ მდინარე სენას ნაპირებზე, გადაკვეთეთ ხიდები და თავად იხილეთ მათი სილამაზე, ან დაჯავშნეთ კრუიზი და ისიამოვნეთ ხედებით მდინარის გასწვრივ მდებარე არქიტექტურაზე.
- დააგემოვნეთ ფრანგული სამზარეულო
პარიზის მონახულების კიდევ ერთი მიზეზი მისი გასტრონომიაა. საფრანგეთი ცნობილია თავისი ახლადგამომცხვარი პურითა და საკონდიტრო ნაწარმით. ყოველწლიურად, პარიზი მასპინძლობს კონკურსს “საუკეთესო ბაგეტი”, სადაც გამარჯვებული ყოველდღიურ აწვდის პრეზიდენტს ბაგეტებს მთელი წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნები. და სად მდებარეობს მათი უმეტესობა? რა თქმა უნდა, ეს არის პარიზი.
- გასეირნეთა და განიტვირთეთ პარიზის ბაღებსა და პარკებში
პარიზი მწვანე ქალაქია, სადაც 450-მდე პარკია გაშენებული. როდესაც ურბანული ცხოვრება ძალიან დატვირთული ან ხალხმრავალია, ეს მწვანე ადგილები გვთავაზობს დასვენების, განტვირთვისა და მოდუნების შესაძლებლობას, რასაც ფრანგები ძალიან აფასებენ და იყენებენ.
რა უნდა იცოდეთ Wizz Air -ით მოგზაურობისას?
- თითოეულ მგზავრზე დასაშვებია 1 უფასო ხელბარგი – 40 x 30 x 20 სმ-ს და 10 კგ. რომელიც უნდა მოთავსდეს მის წინ მდებარე სავარძლის ქვეშ.
- Wizz Priority -ის შეძენის შემთხვევაში, მგზავრს დამატებით შეუძლია თან იქონიოს 1 ჩანთა, რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ზემოთ განყოფილებაში. ჩანთის ზომა მაქსიმუმ 55 x 40 x 23 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო წონა 10 კგ-ს.
- Wizz Air-ის ავიაბილეთების შეძენისას, ჩსაბარებელი ბარგი საფასურში არ შედის. სურვილის შემთხვევაში ის უნდა შეიძინოთ. თითოეულ მგზავრს შეუძლია შეიძინოს 6 ცალი ბარგი, სადაც1 ცალის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 149 x 119 x 171 სმ-ს, ხოლო წონა კი ფასის მიხედვით განსხვავდება და მოიცავს 10, 20, 26 ან 32 კგ-ს.
- ავიაკომპანიის რეისზე რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. check-in შეგიძლიათ გაიაროთ როგორც აეროპორტში, ისე ონლაინ. ონლაინ რეგისტრაცია დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე იხსნება.