HomeWIZZ პრიორიტეტი

WIZZ პრიორიტეტი

WIZZ Priority

  • პრიორიტეტული რეგისტრაცია (check in)
  • პრიორიტეტული ჩასხდომა
  • ხელბარგის უფასო ერთეული
  • საგორებელი ჩანთა

მუშაობის პრინციპი

მხოლოდ WIZZ Priority მქონე მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა, უფასო ხელბარგთან ერთად, ბორტზე დამატებითი საგორებელი ჩანთა აიტანონ, რომლის ზომა არ აღემატება 55x40x23 სმ-ს.

პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისის მეშვეობით, მგზავრებს პირველს გამოგიძახებენ ჩასხდომისთვის, რაც მიანიჭებს მათ პრიორიტეტს თვითმფრინავში ჩასხდომის დაწყებისას. ხოლო, როცა ჩასხდომა ავტობუსის მეშვეობით ხორციელდება, WIZZ Priority-ს მქონე მგზავრები სარგებლობენ წინა ნაწილში მდებარე სპეციალური სექციით. ავტობუსის კარი პირველად მათ სექციაში გაიღება, რაც თვითმფრინავზე ასვლისას პრიორიტეტს მიანიჭებს.

პრიორიტეტული რეგისტრაციის სერვისი სპეციალურ სარეგისტრაციო დახლით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა, რისი მეშვეობითაც, სწრაფად და მარტივად შეძლებს მგზავრი ბარგის ჩაბარებას.

გასათვალისწინებელია: WIZZ Priority მგზავრებს არ სთავაზობს შეღავათებს უსაფრთხოების შემოწმების გავლისას. თუ მგზავრს აღნიშნული პროცედურა რიგში დგომის გარეშე სურს, უნდა შეიძინოს უსაფრთხოების შემოწმების სწრაფად გავლის სერვისი!

როგორ ხდება WIZZ Priority შეძენა?

  • WIZZ Priority სერვისის დამატება ხდება ავიაბილეთის დაჯავშნისას;
  • მისი დამატება შესაძლებელია მოგვიანებით, ჯავშნის რეისის მიმოხილვის გვერდიდან;
  • Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით;
  • შეძენა შესაძლებელია პირდაპირ აეროპორტში, უფრო მაღალ ფასად.

WIZZ Priority სერვისის შეძენის შემდეგ ის აისახება ჩასხდომის ბარათზე:

  • ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, ამობეჭდილ ჩასხდომის ბარათზე გამოჩნდება სიტყვა „PRIORITY“;
  • მობილური რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, ჩასხდომის მობილურ ბარათზე იქნება აბრევიატურა „PASS“ ან „PRB“;
  • რეგისტრაციის აეროპორტში გავლისას, ჩასხდომის ბარათს მიაკრავენ შესაბამის სტიკერს.

ბლოგი

მიმართულებები

ქუთაისი პარიზი ვიზიარის ავიაბილეთები

პარიზი არის ქალაქი, რომელსაც არ სჭირდება წარსდგენა....

ქუთაისი რომი ვიზიარის ავიაბილეთები

რომი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც...

მსაგვსი სერვიცები

ტარიფის გაყინვა

wizz ტარიფის გაყინვაეს სერვისი მგზავრებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს არჩეული ტარიფი მაქსიმუმ 48 საათის...

WIZZ მოქნილი

WIZZ Flexინტერნეტით ავიაბილეთში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა, რეისის შეცვლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე. თანხის დაბრუნება...

ტარიფები და ნაკრებები

ტარიფები და ნაკრებებიშეთავაზებების ეს ვერსიები საშუალებას იძლევა გადახედოთ ნაკრებებსა და დამატებით სერვისებს. ქვემოთ მოცემული...

WIZZ DISCOUNT CLUB

WIZZ Discount ავიაკომპანია WizzAir ის ლოალობის პროგრამაა, რისი მეშვეობითაც, კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ...