HomeWIZZ DISCOUNT CLUB

WIZZ DISCOUNT CLUB

WIZZ Discount ავიაკომპანია WizzAir ის ლოალობის პროგრამაა, რისი მეშვეობითაც, კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტზე და ისარგებლონ პრივილეგიებით. ავიაკომპანიას გააჩნია 3 სახის ლოიალობის პროგრამა:

WIZZ Discount Club light

WIZZ Discount Club Light-ის გამოწერა პროფილის გვერდიდანაა შესაძლებელი. პროგრამაში ჩართვა უფასოა და მიიღებთ შემდეგ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს:

  • სპეციალური საბორტო კუპონები
  • WIZZ Café & Boutique-ის პრომოაქციები

WIZZ Discount Club standard

WIZZ Discount Club -ის გამოწერა შესაძლებელია ფრენის დაჯავშნისას. პროგრამაში ჩართვა წელიწადში 39.99 ევრო ღირს და მიიღებთ შემდეგ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს:

  • სპეციალური საბორტო კუპონები
  • WIZZ Café & Boutique-ის პრომოაქციები
  • მინიმუმ 10,00 €-იანი ფასდაკლება ფრენებზე, რომელთა საწყისი ტარიფი არის 19,99 €
  • 5,00 €-იანი ფასდაკლება ონლაინ შეძენილი ბარგზე
  • ფასდაკლებას კიდევ 1 თანამგზავრისთვის

WIZZ Discount Club group

WIZZ Discount Club -ის გამოწერა შესაძლებელია ფრენის დაჯავშნისას. პროგრამაში ჩართვა წელიწადში 69.99 ევრო ღირს და მიიღებთ შემდეგ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს:

  • სპეციალური საბორტო კუპონები
  • WIZZ Café & Boutique-ის პრომოაქციები
  • მინიმუმ 10,00 €-იანი ფასდაკლება ფრენებზე, რომელთა საწყისი ტარიფი არის 19,99 €
  • 5,00 €-იანი ფასდაკლება ონლაინ შეძენილი ბარგზე
  • ფასდაკლებას კიდევ 5 -მდე თანამგზავრისთვის

იმისათვის, რომ წევრობის უპირატესობებით თანამგზავრებმაც ისარგებლონ, იმავე ჯავშანში WIZZ Discount Club -ის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს მითითებული.

მნიშვნელოვანი დეტალები WIZZ Discount Club -ის წევრობასთან დაკავშირებით:

  1. უახლესი შეთავაზებების სანახავად, შეამოწმეთ ვებგვერდი. შეთავაზებებისა და სარეკლამო აქციების მაქსიმალურად გამოსაყენებლად, გამოიწერეთ WIZZ-ის ნიუსლეთერი და გაწევრდით WIZZ Discount Club-ში.
  2. თუ ბილეთს განსხვავებულ ვალუტაში დაჯავშნით, თქვენი დანაზოგი შესაძლოა გაცვლით კურსის მიხედვით განსხვავებოდეს.
  3. WDC -ის ბილეთების ტარიფები და ბარგის მოსაკრებლები (ონლაინ) თანამგზავრებზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის სახელიც იმავე ჯავშანში იქნება მითითებული.
  4. ფასდაკლება არ ვრცელდება წევრობის შეძენამდე გაფორმებულ ჯავშნებზე.
  5. WDC ყოველწლიური ტიპის წევრობაა. მოქმედებს 12 კალენდარული თვის განმავლობაში და იწყება წევრობის შეძენის დღიდან. გაითვალისწინეთ, რომ წევრობის გაუქმების შემთხვევაში, წევრობის მოსაკრებელი არ ბრუნდება.
  6. იმისათვის, რომ მომავალ ჯავშნებზე WDC -ს ფასდაკლებებით ისარგებლოთ, არ დაგავიწყდეთ, ქვენს პროფილში თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით შეხვიდეთ.

ბლოგი

მიმართულებები

ქუთაისი პარიზი ვიზიარის ავიაბილეთები

პარიზი არის ქალაქი, რომელსაც არ სჭირდება წარსდგენა....

ქუთაისი რომი ვიზიარის ავიაბილეთები

რომი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც...

მსაგვსი სერვიცები

ტარიფის გაყინვა

wizz ტარიფის გაყინვაეს სერვისი მგზავრებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს არჩეული ტარიფი მაქსიმუმ 48 საათის...

WIZZ პრიორიტეტი

WIZZ Priorityპრიორიტეტული რეგისტრაცია (check in) პრიორიტეტული ჩასხდომა ხელბარგის უფასო ერთეული საგორებელი ჩანთამუშაობის პრინციპი მხოლოდ...

WIZZ მოქნილი

WIZZ Flexინტერნეტით ავიაბილეთში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა, რეისის შეცვლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე. თანხის დაბრუნება...

ტარიფები და ნაკრებები

ტარიფები და ნაკრებებიშეთავაზებების ეს ვერსიები საშუალებას იძლევა გადახედოთ ნაკრებებსა და დამატებით სერვისებს. ქვემოთ მოცემული...