ვენა, ავსტრიის დედაქალაქი, მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით მდინარე დუნაიზე. ეს არის ხელოვნებით გაჟღენთილი, საოცარი ატმოსფეროს მატარებელი ქალაქი, რომელსაც გააჩნია კლასიკური მუსიკის ხანგრძლივი ისტორია და არის ისეთი ცნობილი მუსიკოსების სახლი, როგორიცაა მოცარტი და ბეთჰოვენი. ქალაქს დაუვიწყარს ხდის მრავალი შთამბეჭდავი სასახლე და ულამაზესი არქიტექტურა.
როგორ გაემგზავროთ ვენაში?
ავიაკომპანია wizz air -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით პირდაპირ ავიამომოსვლას ახორციელებს. ფრენები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ხორციელდება.
ქუთაისიდან ვენამდე პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 3სთ და 35წთ-ია, ხოლო ვენიდან ქუთაისამდე კი 3სთ და 15წთ. რაც შეეხება რეისების განრიგს, ფრენა ქუთაისიდან სამშაბათობით და შაბათობით 17:15-ზე სრულდება, ხოლო ხუთშაბათობით კი – 06:20-ზე.
რა უნდა გააკეთოთ ვენაში?
ვენაში ძალიან ბევრი რამაა სანახავი და აღმოსაჩენი. თუმცა ტურის დაგეგმვა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ინტერესებზე – იმაზე თუ რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს და როგორ აღიქვამთ თქვენ დასვენებას. მიუხედავად ამისა, ასრებობს რამდენიმე ძირითად ღირსშესანიშნაობა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, რათა შეიგრძნოთ ქალაქის ისტორია და იგრძნოთ მის ნაწილად თავი.
- Hofburg – ჰოფბურგი
საიმპერატორო სასახლე ვენაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლექსია, რომლიც მე-13 საუკუნეში აშენდა და მას შემდეგ რამდენჯერმე გაფართოვდა. ჰაბსბურგები თავიანთ სამეფოს შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ ამ სასახლიდან.
600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვენის ჰოფბურგი იყო ავსტრიის სუვერენების რეზიდენცია. საუკუნეების განმავლობაში კი იგი გადაიქცა ევროპის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად.
- Schönbrunn Palace – შონბრუნის სასახლე
შონბრუნის სასახლე ჰიცინგში იყო ჰაბსბურგის მეფეების მთავარი საზაფხულო სასახლე. ეს როკოკოს სტილის სასახლე განიხილება, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა. 300 წლის განმავლობაში ჰაბსბურგთა მრავალმა იმპერატორმა დატოვა თავისი კვალი სასახლესა და მის ვრცელ მიწებზე და გამოხატა თავისი უნიკალური პრეფერენციები, ინტერესები და მიზნები.
- Historic Center of Vienna – ვენის ისტორიული ცენტრი
ავსტრიაში არის ცხრა ადგილი, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და სწორედ ვენის ისტორიული ცენტრი არის ერთ-ერთი, რომელმაც 2001 წელს ამ სიაში საპატიო ადგილი დაიკავა. ამ ისტორიული ღირსშესანიშნაობის არქიტექტურული მნიშვნელობა ფართოდ არის აღიარებული.
ვენის ისტორიული ცენტრი მდიდარია არქიტექტურული ანსამბლებით, მათ შორის ბაროკოს სტილის ციხესიმაგრეებითა და ბაღებით, ასევე მე-19 საუკუნით დათარიღებული რინგშტრასეთი (ვენის ბეჭედი არის 5,3 კმ-იანი წრიული გრანდიოზული ბულვარი, რომელიც ემსახურება როგორც სარკინიგზო გზას ვენის, ავსტრიის ისტორიული ინერე შტადტის რაიონში), რომელიც გაფორმებულია გრანდიოზული შენობებით, ძეგლებითა და პარკებით.
- St. Stephen’s Cathedral – სტეფანეს ტაძარი
წმინდა სტეფანეს ტაძარი ავსტრიის კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლოა. მისი მშენებლობა მე-12 საუკუნეში დაიწყო და ვრცელი რემონტი საუკუნეების განმავლობაში უტარდებოდაა. ეს ტაძარი დღესდღეობით ავსტრიის ყველაზე გამორჩეული გოთიკური სტილის ნაგებობაა.
წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძარი, ვენის ეკლესიებიდან დიდი და გამორჩეული, ეროვნული საგანძურია. იგი ღიაა წლის ნებისმიერ დროს და მასპინძლობს მრავალფეროვან ღონისძიებას, მათ შორის ყოველთვის პოპულარულ საშობაო კონცერტებს. როგორც ვენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშანობა, იგი ყოველწლიურად იღებს მილიონზე მეტ ვიზიტორს.
- Rathaus – რატჰაუსი
Rathaus არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და სანახაობრივი შენობა ვენაში. მისი კოშკებიდან იშლება შესანიშნავი ხედები ქალაქის მოედანზე და პარკზე. შენობაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სამთავრობო ოფისი და ორგანიზაცია, როგორიცაა ქალაქის ბიბლიოთეკა და სხვ.
რა უნდა იცოდეთ Wizz Air -ით მოგზაურობისას?
- ნებისმიერ მგზავრს შეუძლია ჰქონდეს 1 უფასო ხელბარგი, რომელიც უნდა მოთავსდეს მის წინ მდებარე სავარძლის ქვეშ. ჩანთის მაქსიმალური ზომა 40 x 30 x 20 სმ-ს ხოლო წონა 10 კგ-ს უნდა შეადგენდეს.
- Wizz Priority -ის შეძენის შემთხვევაში, დამატებით 1 ჩანთა, რომელიც უნდა მოთავსდეს ზედა განყოფილებაში. მისი ზომა 55 x 40 x 23 სმ-ს, ხოლო წონა 10 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
- Wizz Air-ის ავიაბილეთების ღირებულებაში ჩასაბარებელი ბარგი ავტომატურად არ შედის და სურვილის შემთხვევაში ის უნდა შეიძინოთ. თითოეულ მგზავრს შეუძლია შეიძინოს 6 ერთეული ბარგი. 1 ცალის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 149 x 119 x 171 სმ-ს, ხოლო წონა კი განსხვავდება ფასის მიხედვით და მოიცავს 10, 20, 26 ან 32 კგ-ს.
- ავიაკომპანიის რეისზე რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. რომელიც შეგიძლიათ გაიაროთ როგორც აეროპორტში, ისე ონლაინ – ვებ-გვერდის საშუალებით ან მობილური აპლიკაციით. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე.