ხშირად დასმული კითხვები
შეუძლია 14 წლამდე ასაკის ბავშვს დამოუკიდებლად ფრენა?
14 წლამდე ასაკის ბავშვს მგზავრობა მხოლოდ თანხმლებ ზრდასრულ პირთან ერთად შეუძლია, რომელიც მინიმუმ 16 წლისაა და ბავშვზე სრული პასუხისმგებლობა აქვს აღებული..
რა მეთოდით შემიძლია გადავიხადო Wizz Air -ის ავიაბილეთების საფასური?
Wizz Air-ის ავიაბილეთის ღირებულება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით გადაიხადოთ, მაგალითად: საკრედიტო და საკრედიტო ბარათები (Visa, Visa Electron, MasterCard, Maestro და UATP); საბანკო გადარიცხვით; WIZZ ანგარიშით; WIZZ სასაჩუქრე ვაუჩერით; ნაღდი ფულით აეროპორტის ავიასალაროებში.
ჯგუფური ჯავშნის შემთხვევაში, როდის ხდება მგზავრთა სახელების მითითება?
მგზავრების სახელების მითითება უნდა მოხდეს ონლაინ, დაგეგმილ ფრენამდე არა უგვიანეს 72 საათით ადრე. მას შემდეგ, რაც სრულად დაფარავთ ავიაბილეთების საფასურს.
შესაძლებელია თუ არა wizz air -ის რესებზე შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა?
Wizz Air-ს აღნიშნული სევისი არ გააჩნია. გამონაკლისია გამძღოლი ძაღლები, რომლებიც მგზავრობენ პატრონთან ერთად.
როგორ მოვიქცე, თუ ბორტზე მედიკამენტების ატანა მსურს?
მგზავრებს შეუძლიათ სალონში აიტანონ ყველა აუცილებელი ნივთი, მათ შორის მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საგნები. თუ შეძენილი არ გაქვთ WIZZ Priority და გიწევთ ხელბარგის ჩაბარება, შეგიძლიათ ხელბარგიდან ამოიღოთ პირადი ნივთები და სალონში შეიტანოთ.თუ თხევადი მედიკამენტების წაღება გსურთ, გაეცანით ბორტზე სითხეების ატანასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების რეგულაციებს. თუ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გჭირდებათ, როგორიცაა მაგალითად ინსულინი, აუცილებლად თან უნდა იქონიოთ ამის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა.