Homeმიმართულებებიქუთაისი რომი ვიზიარის ავიაბილეთები

ქუთაისი რომი ვიზიარის ავიაბილეთები

რომი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც წელიწადში 7-დან 10 მილიონამდე ტურისტს იზიდავს. იგი ასევე ცნობილია, როგორც მარადიული ქალაქი, რიმლის ყოველი კუთხე გაჟღენთილია ისტორიითა და ფასდაუდებელი არტეფაქტებით.

ცნობილი ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა კოლიზეუმი, წმინდა პეტრეს ბაზილიკა, რომაული ფორუმი, უგემრიელესი საკვებით და შთამბეჭდავი საღამოებით, იგი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას!

როგორ გაემგზავროთ რომში?

რომი ქართველი მოგზაურთათვის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა, სადაც პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია wizz air -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კვირაში 3 სიხშირით – სამშაბათს, შაბათს და კვირა დღეს ასრულებს.

ქუთაისი რომი -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 4სთ-ია, ხოლო რომი ქუთაისის საჰაერო ხაზზე კი – 3სთ და 45წთ. რაც შეეხება რეისების განრიგს, ქუთაისიდან რომში ფრენა სამშაბათ და შაბათ დღეს 15:55-ზე სრულდება, ხოლო კვირა დღეს – 06:40-ზე.

რა უნდა გააკეთოთ რომში?

kutaisi romi

როგორც უკვე აღინიშნა, რომში ყველა კუთხე-კუნჭული წარსულის ისტორიებს ინახავს. ეს ქალაქი შეუდარებელი ატმოსფეროს მატარებელია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიგრძნოთ ერთხელ მაინც. ამისათვის კი უნდა იცოდეთ, რა უნდა მოინახულოთ, რათა უფრო კარგად შეიგრძნოთ ის ჯადოსნური განწყობა, რასაც იტალიის ეს შთამბეჭდავი ქალაქი გაძლევთ.

  • ეს შესანიშნავი ადგილიებია ისტორიის მოყვარულთათვის

რომი 753 წელს, მეფე რომულუსის მიერ დაარსდა. ქალაქი მალევე გახდება ცივილიზაციის კერა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის სახლი.

თუ თქვენ გაინტერესებთ რომაული მითოლოგია და ისტორია, უნდა ეწვიოთ ვატიკანის მუზეუმებს. ქანდაკებების გალერეა და ბიუსტების დარბაზი ამაყობს ძველი პერიოდის კარგად შემონახული სკულპტურებით. კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია რომის ფორუმი. აქ ნახავთ რამდენიმე ისტორიული შენობის ნანგრევებს, მათ შორის სატურნის ტაძარს, კომიციას (ძველი რომის თავდაპირველი საჯარო შეხვედრების ადგილი) და კეისრის ტაძარს.

  • რომში ბევრი ღირსშესანიშნაობა უფასოა

რომში ბევრი უფასო რამაა გასაკეთებელი – ულამაზესი პიაცების დათვალიერებიდან დაწყებული მდინარის პირას გასეირნებით დამთავრებული. გარდა ამისა, ქალაქის ბევრი პოპულარული ღირსშესანიშნაობების უმეტესობა უფასოა. მათ შორისაა ესპანური კიბეები, პიაცა ნავონა, ტრევის შადრევანი და პანთეონი.

  • საკვები ღვთაებრივია, ისევე როგორც ყავა!

ალაბთ ეს პირველად არ გესმით, რომ რომი უგემრიელესი კერძების ადგილია. რომის საუკეთესო ადგილობრივი კერძები ქალაქის კულტურის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც მისი განსაცვიფრებელი არქიტექტურა და უძველესი ისტორია. თავისი ძველი საოჯახო რეცეპტებით, დამოუკიდებელი რესტორნებით და კულინარიული კულტურით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰყვავის, რომი არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გურმანებისათვის.

არ აქვს მნიშვნელობა რას მიირთმევთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის ახლად დამზადდება ბუნებრივი, ადგილობრივი ინგრედიენტებით!

რა უნდა იცოდეთ Wizz Air -ით მოგზაურობისას?

  • თითოეულ მგზავრზე დასაშვებია 1 უფასო ხელბარგი – 40 x 30 x 20 სმ-ს და 10 კგ. რომელიც უნდა მოთავსდეს მის წინ მდებარე სავარძლის ქვეშ.
  • Wizz Priority -ის შეძენის შემთხვევაში, მგზავრს დამატებით შეუძლია თან იქონიოს 1 ჩანთა, რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ზემოთ განყოფილებაში. ჩანთის ზომა მაქსიმუმ 55 x 40 x 23 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო წონა 10 კგ-ს.
  • Wizz Air-ის ავიაბილეთების შეძენისას, ჩსაბარებელი ბარგი საფასურში არ შედის. სურვილის შემთხვევაში ის უნდა შეიძინოთ. თითოეულ მგზავრს შეუძლია შეიძინოს 6 ცალი ბარგი, სადაც1 ცალის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 149 x 119 x 171 სმ-ს, ხოლო წონა კი ფასის მიხედვით განსხვავდება და მოიცავს 10, 20, 26 ან 32 კგ-ს.
  • ავიაკომპანიის რეისზე რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. check-in შეგიძლიათ გაიაროთ როგორც აეროპორტში, ისე ონლაინ. ონლაინ რეგისტრაცია დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე იხსნება.

იმოგზაურე Wizz Air -თან ერთად კომფორტულად, ყველაზე დაბალი ტარიფებით და მოინახულე მსოფლიოს უამრავი შთამბეჭდავი მიმართულება.

სერვუსები

WIZZ პრიორიტეტი

WIZZ Priorityპრიორიტეტული რეგისტრაცია (check in) ...

სხვა მიმართულებები

ქუთაისი პარიზი ვიზიარის ავიაბილეთები

პარიზი არის ქალაქი, რომელსაც არ სჭირდება წარსდგენა. საფრანგეთის დედაქალაქი ყველასათვის ცნობილი და საოცნებო...

ქუთაისი ვენა ვიზიარის ავიაბილეთები

ვენა, ავსტრიის დედაქალაქი, მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით მდინარე დუნაიზე. ეს არის ხელოვნებით გაჟღენთილი, საოცარი...

მსგავსი სტატიები

ქუთაისი პარიზი ვიზიარის ავიაბილეთები

პარიზი არის ქალაქი, რომელსაც არ სჭირდება წარსდგენა. საფრანგეთის დედაქალაქი ყველასათვის ცნობილი და საოცნებო მიმართულებაა....

ქუთაისი ვენა ვიზიარის ავიაბილეთები

ვენა, ავსტრიის დედაქალაქი, მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით მდინარე დუნაიზე. ეს არის ხელოვნებით გაჟღენთილი, საოცარი ატმოსფეროს...

ქუთაისი მილანი ვიზიარის ავიაბილეთები

გეგმავთ მოგზაურობას იტალიაში და გაინტერესებთ, ღირს თუ არა მილანის მონახულება? რა თქმა უნდა -...